1520 ლარი ხელფასი და 2385 ლარი დანამატი – როგორ ნაწილდებოდა პრემია-დანამატები თსუ-ში (აუდიტის დასკვნა)

აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისობის აუდიტი. როგორც შესწავლილი მასალებიდან ირკვევა, არაერთი დარღვევა დაფიქსირდა. აუდიტმა მოიცვა 2014 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდი. გარდამავალ და წინა აუდიტით გამოვლენილ რისკის შემცველ თემებთან დაკავშირებით შესწავლილი იქნა აგრეთვე პრემია -დანამატებიც.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ თსუ-ის წინა აუდიტის ანგარიშში დაფიქსირებული იყო „შრომის ანაზღაურების“ მუხლით დანამატების და პრემიების გაცემაში არსებული ხარვეზები.

გაცემული იყო რეკომენდაციები თანამდებობრივ სარგოზე დანამატების გაცემის წესის შემუშავებასთან და პრემიების არგუმენტირებული საფუძვლით გაცემასთან დაკავშირებით. დანამატებთან დაკავშირებით ზემოაღნიშნული რეკომენდაციის შესრულების მიზნით, 2015 წლის 14 მაისს გამოიცა თსუ-ის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთობლივი ბრძანება N17/04, რომლითაც დამტკიცდა თსუ-ის ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის თანამდებობრივ სარგოზე ფუნქციური დანამატის განსაზღვრისა და გაცემის, ასევე ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი. 2014-2017 წლებში საშტატო პერსონალზე გაცემულ დანამატების და პრემიების რაოდენობებს (საკასო ხარჯებს) შემდეგი სახე აქვს:

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად