1500 ნაგებობიდან, წელს მხოლოდ 100-მდე შენობის აღდგენა იგეგმება

თბილისის განვითარების ფონდმა მიმდინარე წელს განსახორციელებელ პროექტებზე მუშაობა დაიწყო. რეაბილიტაციის მომლოდინე 1500 ნაგებობიდან, წელს მხოლოდ 100-მდე შენობის აღდგენა- რეაბილიტაცია, რესტავრაცია-რეკონსტრუქცია და რენოვაცია იგეგმება. 

 

ფონდის თავმჯდომარე თემურ ხომერიკი თანამშრომლებთან ერთად კონკრეტულ ობიექტებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო და მოსახლეობის მოთხოვნები ადგილზევე განიხილა. თითოეულ მისამართზე ჩატარდა აზომვითი სამუშაოები. ფონდის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ძველ თბილისში პროექტების ეფექტიანი განხორციელებისთვის, სამუშაოების დაწყებამდე პირველ რიგში კონკრეტული პრობლემატიკის შესწავლა უნდა მოხდეს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია მოსახლეობისა და საზოგადოებრივი ინსტიტუციების ჩართვა კანონით გათვალისწინებული შეთანხმებული პროცედურების გავლით, მითუმეტეს როდესაც საქმე ეხება თბილისის ისტორიულ ძეგლებს და იმ საუკუნოვან სახლებს, რომლებმაც თბილისის ისტორია დღემდე შემოგვინახა. ახლა ეს შენობები სავალალო მდგომარეობაშია და ფონდი მზადაა მათი გამაგრება, აღდგენა, რესტავრაცია-რეაბილიტაცია პროფესიონალ სპეციალისტებთან ერთად დაიწყოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად