1500 დაჯარიმებული ავტოიმპორტიორი საურავისგან გათავისუფლდება

1500 დაჯარიმებული ავტოიმპორტიორი, რომლებმაც 2015 წლის პირველ მაისამდე შემოიყვანეს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები და დაეკისრათ სანქცია-საურავები, კანონის მიღების შემდეგ, გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით, საუბარია სულ 140 000 ლარის ოდენობის საურავებზე. ავტოიმპორტიორები გადასახადებისგან იმ შემთხვევაში გათავისუფლდებიან, თუ 2015 წლის პირველ სექტემბრამდე გააფორმებენ სატრანსპორტო საშუალებებს. შემდგომში ეს რეგულაცია უქმდება.

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, იზრდება 45 დღიანი განბაჟების ვადა და ის 60 დღით განისაზღვრება.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი ასევე ითვალისწინებს ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრის პროცენტის შემცირებას, 20%-დან 5%-მდე. კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა. კანონპროექტი პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად