15 წლის მოჭადრაკე დიანა ლომაია, ქალთა შორის პირველ ადგილზეა

ფოთის საჭადრაკო კლუბის მოჭადრაკემ, 15 წლის დიანა ლომაიამ, დახურულ ონლაინ ბლიც ტურნირში, ქალთა შორის პირველი, ხოლო კაცთა შორის მესამე ადგილი დაიკავა.

ტურნირში, უძლიერესი ქართველი მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ. დიანა ლომაიამ, ბრწყინვალედ იასპარეზა და 6 შესაძლებლობიდან 4 ქულით ქალთა შორის საუკეთესო შედეგი ანახა.

მან დაამარცხა უძლიერესი საერთაშორისო დიდოსტატები: მერაბ გაგუნაშვილი, მერი არაბიძე და ნინო ხომერიკი. მას გამარჯვებისთვის, ფულადი პრიზი გადაეცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად