15 წლის ბიძაშვილის გაუპატიურებისთვის დაკავებულ 24 წლის კაცს ბრალი წარედგინა

15 წლის არასრულწლოვანი ბიძაშვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 24 წლის მამაკაცს ბრალი ოფიციალურად ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში წარედგინა. მას ბრალდება გაუპატიურებას ედავება.

როგორც დაკავებულის უფლებადამცველი ჯიტა გულუა აცხადებს მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს რომ მას არანაირი სახის დანაშაული არ ჩაუდენია.
,, ბრალი ოფიციალურად გააცნეს. გაუპატიურებას ედავებიან. თუმცა მას დანაშაული არ ჩაუდენია” – განაცხადა ადვოკატმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად