15 წელი 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ (ფოტორეპორტაჟი)

აშშ-ში სამგლოვიარო ცერემონიებმა ჩაიარა, რომელიც 15 წლის წინ, 2001 წელს 11 სექტემბერს მომხდარ ტრაგედიას ეძღვნებოდა.

მთავარი ცერემონია ნიუ-იორკში გაიმართა, სადაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი ცათამბჯენები იდგა. ტრადიციულად, ცერემონია დილის 8:46 საათზე დაიწყო, სწორედ ამ დროს შეეჯახა პირველი თვითმფრინავი, რომელიც ტერორისტების მიერ იყო დაპყრობილი, ერთ-ერთ ცათამბჯენს.

ცერემონიისას წაიკითხეს მსხვერპლთა სახელები და გვარები. მთლიანობაში, აღნიშნულ ტერაქტებს ამერიკისა და სხვა ქვეყნების 3 000 მოქალაქე ემსხვერპლა.

ცერემონიისას, ტყუპი ცათამბჯენის ადგილას ორი სინათლის სვეტი აღიმართა, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სიმბოლოა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად