15 ოქტომბერს სიღნაღში ღვინის ფესტივალი გაიმართება

15 ოქტომბერს, ქალაქ სიღნაღში, ტრადიციულად, ღვინის ფესტივალი გაიმართება. ამ დღეს, სიღნაღს საქართველოს ყველა კუთხიდან ეყოლება სტუმარი,- ამის შესახებ ინფორმაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

"სტუმრები დააგემოვნებენ გლეხურ ღვინოს, კახურ ნაზუქებს, თათარას, მწვადს.

გაიმართება სხვადასხვა კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებები, აირჩევენ სიღნაღის საპატიო მოქალაქეებს.

ღვინის ფესტივალი კონცერტით დასრულდება.

ღონისძიება დაიწყება 12 საათზე და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. იგი ტარდება სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად