15 ივნისიდან ადგილობრივი ტურიზმი გაიხსნება, ხოლო 1-ელი ივლისიდან საერთაშორისო

15 ივნისიდან შიდა ტურიზმი გაიხსნება, ხოლო პირველი ივლისიდან გარე ტურიზმი”-ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განმარტებით, შიდა ტურიზმის და გარე ტურიზმის გახსნა, ქვეყნის ეკონომიკის აღდგენისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

“15 ივნისიდან შიდა ტურიზმის გახსნა, ხოლო პირველი ივლისიდან გარე ტურიზმის გახსნა-ეს ყველაფერი არის ჩვენი ეკონომიკის სწრაფად აღდგენისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მაგრამ, აქ სრულად უნდა გვესმოდეს პასუხისმგებლობა არის საერთო”-ამბობს პრემიერი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უსმენენ.

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე “კოვიდ-19” -ის მართვასთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს.

პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწება..

დღევანდელ პლენარულ სხდომას ესწრება საპარლამენტო ოპოზიციაც. კითხვები, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები პრემიერს დაუსვამენ, შეეხება ქვეყანაში შექმნილ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ გეგმას, მოსახლეობისთვის კომპენსაციის მიცემის წესს და ა.შ.

მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, მოსალოდნელია, რომ საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის მიერ ანგარიშის წარდგენისას მწვავე პოლიტიკური დისკუსია იქნება, თუმცა, მიაჩნიათ, რომ ქვეყანამ პანდემიას თავი ღირსეულად გაართვა.

შეგახსენებთ: პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლას საპარლამენტო ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში ითხოვდნენ, ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ხელმეორედ გამოცხადდებოდა, მთავრობის მეთაური დეპუტატების წინაშე ანგარიშვალდებული იყო, რომ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.

აღნიშნულის გარდა, გიორგი გახარიას დეპუტატების წინაშე საჭირო შეკითვებზე პასუხების გაცემა მიმდინარე კვირაში, მეორედ, 29 მაისს მოუწევს.

პრემიერ- მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით ოპოზიციამ დაიბარა.

15 ივნისიდან საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი გაიხსნება, 1-ელი ივლისიდან კი საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს ქვეყანა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად