15 ივლისს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში ანსამბლი “სახიობა” კონცერტს გამართავს

#გაატარეზაფხულისაქართველოში კამპანიის ფარგლებში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში 15 ივლისს, 20:00 საათზე პირველ კონცერტს ანსამბლი Sakhioba სახიობა გამართავს.

ღონისძიებაზე შესრულდება ხალხური სიმღერები. მათ შორის მრავალჟამიერი, ჩაკრულო და ა.შ.
სიმღერები შესრულდება ტრადიციული საკრავების: ჩონგურის, ფანდურის, დოლის, გარმონისა და ჭიბონის თანხლებით.
ფოლკლორის ცენტრის გალერეაში 30 სექტემბრის ჩათვლით წარმოდგენილი იქნება ფოტოები, ტრადიციული სამოსის ნიმუშები, სამუზეუმო ექსპონანტები, ნაქარგობები და თექის ნიმუშები.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად