15 აპრილიდან მოყოლებული პირველად, Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა 30 აშშ დოლარს გადააჭარბა

ლონდონის საფონდო ბირჟა ICE-ზე, Brent-ის მარკის ნავთობის ივლისის ფიუჩერსების ღირებულება 7.96%-ით გაიზარდა და ბარელზე 30.09 აშშ დოლარი შეადგინა. ამაზე მოწმობს საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის მონაცემები.

ამერიკული WTI-ის მარკის ნავთობის ივნისის ფიუჩერსების ფასი კი 16,04%-ით გაიზარდა და ბარელზე 23,66 აშშ დოლარი შეადგინა.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნულ ზრდას, ჯერჯერობით რთულია, ტენდენციური უწოდო. მათი მოსაზრებით, ეს სავარაუდოდ სპეკულაციური თამაშია, რომელიც გლობალური ეკონომიკის სრულმასშტაბიანი ფუნქციონირების დასაწყისის მოლოდინის შედეგია.

ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნავთობზე მოთხოვნა განახლდა.

“ნავთობის ფასები სასიამოვნოდ იზრდება, რადგან მოთხოვნა კვლავ გაჩნდა”, – განაცხადა ტრამპმა, თუმცა დეტალების შესახებ არაფერი უთქვამს.

12 აპრილს საგანგებო ვიდეო კონფერენციაზე OPEC + ქვეყნებმა შეძლეს ხელშეკრულების გაფორმება ნავთობის წარმოების შემცირების შესახებ. იგი ითვალისწინებს ნავთობის წარმოების შემცირებას მაისი-ივნისში 9.7 მილიონი ბარელით დღეში, ივლისი-დეკემბერში – 7,7 მილიონი ბარელით დღეში, 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის აპრილამდე – 5,8 მილიონი ბარელით დღეში.

კერძოდ, რუსეთი და საუდის არაბეთი შეამცირებენ ყოველდღიურ წარმოებას 2.5 მილიონი ბარელით, ანუ თითოეული მათგანი 11 მილიონი ბარელით. ყველა სხვა მონაწილე შეამცირებს წარმოებას 2018 წლის ოქტომბრის დონიდან.

შესაბამისი ხელშეკრულება ძალაში 1 მაისიდან შევიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად