15:00 საათის მონაცემებით თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საკუთარი არჩევანი მოქალაქეების მხოლოდ 18% დააფიქსირა

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის რევაზ გაიპარაშვილის ინფორმაციით, ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა არჩევნებში მხოლოდ ორი სუბიექტის მონაწილეობას უკავშირდება.

„ამ დროისთვის მოსულია საარჩევნო უბნებზე 10 641 ამომრჩეველი. აქტივობას დაბალი იმ ფონზე შეგვიძლია ვუწოდოთ, რომ პირველი ტურისიგან განსახვავებით მეორე ტურში მხოლოდ ორი საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. რაც შეეხება დარღვევებს, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, არცერთი საჩივარი არ დაწერილა და არცერთ უბანზე არ ჰქონია ადგილი ექსცესებს“, – განუცხადა „აიპრესს“ გაიპარაშვილმა.

ცნობისათვის, თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 54 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს რომელშიც 56 104 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ასევე, გახსნილია ერთი სპეც უბანი, რომელზეც ხმას 70 პირი მისცემს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად