1489 ინფიცირებული 24 საათში – უკრაინაში ზედიზედ მეოთხედ დაფიქსირდა ანტირეკორდი

უკრაინის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკას აქვეყნებს.

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში 1 489 ინფიცირებული გამოვლინდა, წინა დღით დაფიქსირებულ რეკორდულ რაოდენობაზე 36-ით მეტია
 
უკრაინაში ზედიზედ მეოთხე დღეა კოვიდინფიცირების რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება.
 
განვლილი 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსით 27 კაცი გარდაიცვალა, 6-ით მეტი, ვიდრე წინა დღეს.
 
სულ კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილია 1 879 და დაინფიცირებულია 79 750კაცი.
 
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით უკრაინა მსოფლიოში 34-ე, გარდაცვლილთა რაოდენობით კი 35-ე ადგილზეა. მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით უკრაინა ინფიცირებულთა რაოდენობით (1825) მსოფლიოში 87-ე ადგილს იკავებს, ხოლო მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობით (43) მსოფლიოში 79-ე ადგილზეა.
 
უკრაინაში ივლისში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 44 334-დან 69 884-მდე, 25 550-ით ანუ 58%-ით გაიზარდა, ხოლო კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1 159-დან 1 693-მდე, 534-ით ანუ 46%-ით გაიზარდა.
 
უკრაინაში, ივლისში დღეში საშუალოდ 824 ინფიცირება და 17 გარდაცვალება ფიქსირდებოდა, აგვისტოს განვლილი რვა დღის საშუალო კი 1 233 ინფიცირება და 23 გარდაცვალებაა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად