1464 კოვიდინფიცირებული 24 საათში – იაპონიაში ზედიზედ მესამე დღეა ანტირეკორდი ფიქსირდება

იაპონიის ჯანმრთელობის დაცვის, შრომის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო განვლილი 24 საათის კრონავირუსის სტატისტიკას აქვეყნებს

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში იაპონიაში ინფიცირების 1464 შემთხვევა დაფიქსირდა, გუშინდელზე 141-ით და გუშინწინდელზე 316-ით მეტი.

იაპონიაში, 24 ივლისიდან დღემდე, 9 დღის განმავლობაში, 5-ჯერ დამყარდა ანტირეკორდი.

სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, იაპონიაში ინფიცირების 35856 შემთხვევა დაფიქსირდა.

იაპონიაში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 5 კაცი გარდაიცვალა. სულ, კორონავირუსი გარდაცვლილთა რაოდენობა 1 011-ის ტოლია.

იაპონიაში, ივლისში, ინფიცირებულთა რაოდენობა 18593-დან 34372-მდე, 15779-ით ანუ 85%-ით, ხოლო გარდაცვალებულთა 972-დან 1006-მდე, 34-ით ანუ 3,5%-ით გაიზარდა.

იაპონიაში, ივლისში, დღეში, საშუალოდ, 509 ინფიცირება და 1,1 გარდაცვალება ფიქსირდებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად