გადაცემა "რა? სად? როდის?" ანდრო სოლოღაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება: 

"ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში „რა? სად? როდის?“ შემოქმედებითმა ჯგუფმა მიიღო ბევრი შეკითხვა ანდრო სოლოღაშვილის თაობაზე, რომლის ფბ-სტატუსმაც ფეისბუქ-მომხმარებელთა, მათ შორის ჩვენი აღშფოთებაც გამოიწვია.  


გვინდა განვმარტოთ, რომ ანდრო სოლოღაშვილი თამაშობდა სატელევიზიო ინტელექტ-კლუბში 2014 წლის შემოდგომამდე, რის შემდეგაც მისი „მოაზროვნის“ სტატუსი აღარ განახლებულა და მომავალშიც არ იგეგმება. ანდრო სოლოღაშვილს უკვე თითქმის 9 წელია არანაირი შეხება არა აქვს ინტელექტ-კლუბთან, ამიტომ მოცემულ მომენტში მისი რაიმე ფორმით დაკავშირება ტელე-პროექტთან „რა? სად? როდის?“ დაუშვებელი და მიუღებელია. 


აქვე დავძენთ, რომ ეს საკითხი ამით ამოწურულია და მომავალში ანდრო სოლოღაშვილის თემაზე შემოქმედებითი ჯგუფი განცხადებას აღარ გააკეთებს..."