14 წლის ვიტორ გოდინიო – კორონავირუსის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი ევროპაში

ვიტორ გუდინო გუშინ, პორტუგალიაში, პორტოს მახლობლად მდებარე ქალაქ ოვარის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

ადგილობრივი პრესის ცნობით, ვიტორი ფუტსალით იყო გატაცებული, ადგილობრივ კლუბის მოთამაშე იყო და არაფერს უჩიოდა, თუმცა ექიმები თვლიან, რომ მის იმუნური სისტემა თანდაყოლილი ფსორიაზის გამო იყო დასუსტებული.

სიმპტომების გამოვლენის შემდეგ მას ტესტირება ჩაუტარეს და პასუხი დადებითი აღმოჩნდა, რამდენიმე დღის შემდეგ მისი მდგომარეობა იმდენად მზიმე გახდა, რომ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა იქ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ვიტორი ჰოსპიტალიზაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა.

პორტუგალიაში ამ დროისთვის ინფიცირების 6408 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან სრულად განიკურნა 43 კაცი, გარდაცვლილია 140 კაცი.

შეგახსენებთ, რომ ვიტორ გოდინომდე, ოთხშაბათს, პარიზში, 16 წლის ჯული ალიოტი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად