14 წლის ფოთელი ელენე წოწონავა ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით გამოდის

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში, მსოფლიო ჩემპიონატში 20 წლამდე გოგონათა შორის, 14 წლის ფოთელი მოჭადრაკე ელენე წოწონავა მონაწილეობს. მან პირველ ტურში, ურთულესი პარტია კუბელ ფიდეს ოსტატ Obregon Garcia Roxangel – თან ფრედ დაასრულა. კუბელ მოჭადრაკეს ელენეზე თითქმის 400 პუნქტით მეტი ფიდეს რეიტინგი ჰქონდა, თუმცა ელენემ მას უშეღავათო ბრძოლაში ნახევარი ქულა აართვა. ელენე მე-2 ტურში იტალიელ ფიდეს ოსტატს Di Benedetto Desiree (2235) დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ელენემ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება, საქართველოს 20 წლამდელთა ჩემპიონატზე მოიპოვა, სადაც სენსაციურად, ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.

ნიუ დელიში, ჩემპიონატი 15 ოქტომბერს დაიწყო და25 ოქტომბერს დასრულდება. ტურნირი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად იმართება, რომელშიც 40-მდე ქვეყნის 200-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. ელენე 69-ე ნომრადაა განთესილი და მისი რეიტინგი 1905-ს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად