14 კოვიდინფიცირებული 24 საათის განმავლობაში – ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს

ოკუპირებული აფხაზეთის საინფორმაციო საშუალებები ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ

ოკუპირებული აფხაზეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ 1 ივლისის საღამოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე კოვიდინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
 
სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 98 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთაგან 37 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 კი გარდაიცვალა.
 
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბის ცნობით, ამჟამად გუდაუთის სავადმყოფოში კორონვირუსის დიაგნოზით 26 კაცი მკურნალობს.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად