14 კოვიდინფიცირებული 24 საათის განმავლობაში – ოკუპირებულ აფხაზეთში 134 კოვიდინფიცირებულია

ოკუპირებული აფხაზეთის საინფორმაციო საშუალებები განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 149 ტესტი ჩატარდა და კოვიდინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 8-ით მეტი, ვიდრე წინა დღეს.

14-დან 1 შემთხვევაში ინფიცირება რუსეთიდან შესულ ტურისტს დაუდგინდა და იგი სამკურნალოდ რუსეთში გადაიყვანეს.

სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 134 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთაგან 38 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 კი გარდაიცვალა.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბის ცნობით, ამჟამად გუდაუთის საავადმყოფოში კორონვირუსის დიაგნოზით 42 კაცი მკურნალობს.

ოკუპირებულ აფხაზეთში 134-დან 50 კოვიდინფიცირება 1 აგვისტოს შემდეგ გამოვლინდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად