14 იანვრამდე საქართველოში ამინდის გაუმჯობესებაა მოსალოდნელი

14 იანვრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის გაუმჯობესებაა მოსალოდნელი,- ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს.

"14 იანვრამდე საქართველოში ამინდის გაუმჯობესებაა მოსალოდნელი. ტემპერატურა დაახლოებით +15 გრადუსამდე გათბება. 14 იანვრის შემდეგ კი ტემპერატურა ისევ დაიკლებს.

10-12 იანვარს ნალექი შენარჩუნებული იქნება მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი შეწყდება. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. 11-12 იანვარს მოსალოდნელია + 15, +17 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში კი +8, +13 გრადუსი",- განაცხადეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად