#13ივნისი – ერთი თვე ტრაგედიიდან – ფოტორეპორტაჟი ძაღლთა ახალი თავშესაფრიდან

13 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარ ტრაგედიას 20 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 2 ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სტიქიამ 160 ოჯახი დააზარალა, ბევრი მათგანის საცხოვრებელი სახლი რეაბილიტაციას ექვემდებარება, 10 ოჯახი კი საერთოდ უსახლკაროდ დარჩა. დღეს, 13 ივნისიდან ერთი თვე გავიდა. ერთი თვე ძალიან მცირე დროა სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანების რეაბილიტაციისთვის, ახლობლების დაკარგვით მიღებული ტკივილის მოშუშებისთვის, მაგრამ ეს დრო საკმარისია იმისთვის რომ საზოგადოებას გარკვეულ კითხებზე პასუხები ჰქონდეს. „აიპრესი“ გთავაზობთ მთავრობის, ბიზნესის, პოლიტიკოსების, საზოგადოების ერთგვარ ანგარიშს თუ რა გაკეთდა ტრაგედიიდან ერთი თვის განმავლობაში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, სტიქიის განმეორების პრევენციისთვის და რა დარჩა გასაკეთებელი.

13 ივნისის სტიქიის დროს თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარში 230 ცხოველიდან 60 დაიღუპა.

ეკონომიკის სამინისტრომ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარს დროებითი ტერიტორია გამოუყო. 17 ივნისს გადარჩენილი ცხოველების ნაწილი, კაიროს ქუჩაზე გადავიდა. ტერიტორია საკმაოდ პატარაა. ახალ დროებით თავშესაფარში მხოლოდ 80 ძაღლის გადმოყვანა შეიძლება. ძაღლების ნაწილი ვოლიერებშია, ხოლო დანარჩენები ეზოში დასეირნობენ.

დღეს თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარი ძაღლებს ვეღარ იბარებს, მათ საკმარისი ვოლიერები არ აქვთ.

თავშესაფრის ახალი, მუდმივი ტერიტორიის ძებნა კი კვლავაც გრძელდება.

როგორც თავშესაფრის ერთ-ერთი მომვლელმა, ელიზბარ ოსმანოვმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მოხალისეები მათ სხვადასხვა ფორმით ეხმარებიან. თავშესაფრის დასახმარებლად შექმნილია საბანკო ანგარიშები, სადაც უკვე – 41 546 ლარი, 13 010 დოლარი, 1 652 ევროა ჩარიცხული.

#13ივნისი – ერთი თვე ტრაგედიიდან – საერთაშორისო მედია თბილისის წყალდიდობაზე

#13ივნისი – ერთი თვე ტრაგედიიდან – რა გააკეთა ბიზნესმა

#13ივნისი – ერთი თვე ტრაგედიიდან – რა გააკეთეს ბანკებმა

#13ივნისი – ერთი თვე ტრაგედიიდან – რა გააკეთეს სადაზღვევო კომპანიებმა

#13ივნისი – ერთი თვე ტრაგედიიდან – რეპორტაჟი დაზარალებულთათვის განკუთვნილი სასტუმროებიდან

#13ივნისი – ერთი თვე ტრაგედიიდან – რას ფიქრობს ოპოზიცია

#13ივნისი – ერთი თვე ტრაგედიიდან – რა გააკეთა თბილისის მთავრობამ

#13ივნისი – ერთი თვე ტრაგედიიდან – სახელმწიფო ხაზინაში 25 მილიონზე მეტია მობილიზებული

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...