13498 კოვიდინფიცირებული 24 საათში – საფრანგეთში ზედიზედ მესამედ დაფიქსირდა ანტირეკორდი

საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახური განვლილი 24 საათის კორონასტატისტიკას აქვეყნებს

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში 13498 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა,283-ით მეტი გუშინდელ ანტირეკორდზე.

საფრანგეთში ზედიზედ მესამედ დაფიქსირდა ანტირეკორდი.

განვლილ 24 საათში ჩატარებილ ტესტებში დადებითი შედეგები ტესტების 5,6%-მა აჩვენა, რაც 0.2%-ით აღემატება წინა დღეების მაჩვენებელს.

უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში ჰოსპიტალიზირებულ პაციენტთა რაოდენობა 227-ით, 3826-მდე გაიზარდა.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა განვლილ 24 საათში წინა ორ დღესთან შედარებით შემცირებულია: გუშინწინდელი და გუშინდელი47 და 50 გარდაცვალების შემთხვევები დღეს 26-მდე შემცირდა.

სულ, საფრანგეთში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან ამ დრომდე გამოვლენილია 442 196 კოვიდინფიცირებული. კორონავირუსით გარდაცვლილია 31274 კაცი.

უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში საფრანგეთში 115300 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა. 100 ათას მცხოვრებზე კოვიდ19-ით ინფიცირებულთა კუმულატიური რაოდენობით (190.6) საფრანგეთი ევროპაში მხოლოდ ესპანეთს ჩამორჩება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად