13215 კოვიდინფიცირებული 24 საათში – საფრანგეთის ახალი ანტირეკორდი

საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახური განვლილი 24 საათის კორონასტატისტიკას აქვეყნებს

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში 13215 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, რაც გუშინდელ რეკორდულ რაოდენობაზე 2622-ით მეტია.

განვლილ 24 საათში გამოვლენილი კოვიდინფიცირების შემთხვევები ჩატარებული ტესტების 5,4%-ს შეადგენს.

უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში ჰოსპიტალიზირებულია 3626 პაციენტი 65346 კოვიდინფიცირებულიდან.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა განვლილ 24 საათში 154-ით გაიზარდა.

სულ, საფრანგეთში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან ამ დრომდე გამოვლენილია 428 696 კოვიდინფიცირებული. კორონავირუსით გარდაცვლილია 31249 კაცი.

უკანასკნელი 14 დღის (5 სექტემბერი – 18 სექტემბერი) განმავლობაში საფრანგეთში 115300 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა. 100 ათას მცხოვრებზე კოვიდ19-ით ინფიცირებულთა კუმულატიური რაოდენობით (183.0) საფრანგეთი ევროპაში მხოლოდ ესპანეთს ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად