1318 კოვიდინფიცირებული 24 საათში – უკრაინა ზედიზედ მეორედ ამყარებს ანტირეკორდს

უკრაინის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკას აქვეყნებს.

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში 1 318 ინფიცირებული გამოვლინდა, წინა დღით დაფიქსირებულ რეკორდულ რაოდენობაზე 47-ით მეტი.

განვლილი 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსით 31 კაცი გარდაიცვალა, 7-ით მეტი, ვიდრე წინა დღეს.

სულ კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილია 1 819 და დაინფიცირებულია 76 808 კაცი.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით უკრაინა მსოფლიოში 34-ე, გარდაცვლილთა რაოდენობით კი 35-ე ადგილზეა. მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით უკრაინა ინფიცირებულთა რაოდენობით (1757) მსოფლიოში 86-ე ადგილს იკავებს, ხოლო მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობით (42) მსოფლიოში 79-ე ადგილზეა.

უკრაინაში ივლისში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 44 334-დან 69 884-მდე, 25 550-ით ანუ 58%-ით გაიზარდა, ხოლო კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1 159-დან 1 693-მდე, 534-ით ანუ 46%-ით გაიზარდა.

უკრაინაში, ივლისში დღეში საშუალოდ 824 ინფიცირება და 17 გარდაცვალება ფიქსირდებოდა, აგვისტოს განვლილი ექვსი დღის საშუალო კი 1 154 ინფიცირება და 21 გარდაცვალებაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად