13 წლი ილია ფილფანს უკვე ინტერპოლი ეძებს

მიმდინარე წლის 18 ივლისს გაუჩინარებულ 13 წლი ილია ფილფანს უკვე ინტერპოლი ეძებს.

შესაბამისი ინფორმაცია დაკარგული მოზარდის შესახებ, საერთაშორისო მასშტაბით ძებნილთა ბაზაშია შეყვანილი.

ილია ფილფანს ყვითელი ცირკულარით ეძებენ

შეგახსენებთ: ოჯახის წევრების ინფორმაციით, დილის 11 საათზე ის სოფელ ლენჯერში, საცხოვრებელი სახლიდან ველოსიპედით გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

მოზარდს ეძებდნენ ლენჯერთან ახლოს, ტყის მასივში, მოგვიანებით კი, სვანეთის გარდა სამუშაოები ანაკლიის ტერიტორიაზეც დაიწყო. სამაშველო სამსახურმა ძებნაში ვერტმფრენი და დრონებიც ჩართო, თუმცა უშედეგოდ.

13 წლის ბიჭის გაუჩინარებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას წინასწარი შეცნობით გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად