13 სექტემბერს “ჯივიპი” გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 13 სექტემბერს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში, ლიბანის ქ. N12-თან, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამით შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 13 სექტემბერს, 23:00 საათიდან 14 სექტემბრის, დილის 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანის რაიონში:

ლიბანის ქუჩის ნაწილს, გაგრის, ფოცხიშვილის, წერეთლის, ანდრონიკაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...