13 საუკეთესო ნარინჯისფერ ღვინოს შორის, ქართული თბილღვინო პირველ ადგილზეა

ბრიტანული საინფორმაციო პორტალი independent.co.uk მსოფლიოს საუკეთესო ნარინჯისფერი ღვინოების სიას აქვეყნებს, რომელთა შორის ქართული თბილვინო პირველ ადგილასაა.

ნარინჯისფერი ღვინო ახალი კატეგორიაა, რომელსაც ფერის გამო დაერქვა სახელი და არა შემადგენლობის. აღნიშნული კატეგორიის ღვინოებში, ქართული თბილღვინოს ქვევრის ღვინო პირველ ადგილზეა და 9 ფუნტი ღირს.

თბილღვინოს ქვევრის ნარინჯისფერი ერთადერთი ქართული ღვინო არაა, რომელიც აღნიშნულ რეიტინგში მოხვდა. სიის მეათე ადგილზე, კიდევ ერთი ქართული ღვინო, რამაზ ნიკოლაძის ცოლიკოური გავიდა, რომელიც 21 ფუნტი ღირს.

რაც შეეხება დანარჩენ ადგილებს, მე-2, მე-3, მე-7, მე-9 და მე-13 ადგილებს ისეთი იტალიური ღვინოები იკავებს, როგორებიცაა: Cos Pithos Bianco, Serragghia Bianco Zibibbo, Foradori Fontanasanta Nosiola, Ageno La Stoppa და Dinavolino Bianco. მე-4, მე-5 და მე-12 ადგილებზე ავსტრიული ღვინოებია, მე-8-ზე ავსტრალიური, ხოლო მე-11-ზე ესპანური ღვინო გავიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...