13 მაისს gwp კანდელაკის ქუჩაზე წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაასრულებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურმა კანდელაკის ქუჩაზე სრულად განაახლა 3 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემა. კომპანიამ სტაბილური წყალმომარაგებისთვის, ახალ ქსელზე თანამედროვე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა.

Gwp ხვალ, 13 მაისს რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს – ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ,  13 მაისს დილის 12:00 საათიდან 14 მაისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: საბურთალოს რაიონში: კანდელაკის, ბუდაპეშტის, დელისის და მიმდებარე ქუჩებს, ასევე ნუცუბიძის ქუჩის და ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს.

სამუშაოების მიმდინარეობისას კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...