13 ივნისი – ოთხი თვე ტრაგედიიდან – დაზარალებულ 37 ოჯახზე 9 835 462 ლარია გაცემული

დღეს, 13 ივნისის ტრაგედიიდან ოთხი თვე გავიდა… 

სტიქიის დროს დაზარალებულმა კიდევ ერთმა ოჯახმა ქონების საფასურის ანაზღაურების შესახებ შეთანხმებას ხელი გუშინ მოაწერა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

13-14 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებული ოლეგ ცერცვაძის ოჯახი 37-ეა, ვინც ქონების საფასურის ანაზღაურების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.

წყნეთის ხევში მცხოვრებმა ცერცვაძეების 5 სულიანმა ოჯახმა თანხის ანაზღაურებაზე თანხმობა სულადობის მიხედვით განაცხადეს. სტიქიის შედეგად დაზარალებულ 37 ოჯახს სულ ჯამში 9 835 462 ლარი ჩაერიცხათ.

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარ ტრაგედიას 20 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 1 ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სტიქიამ 160 ოჯახი დააზარალა, ბევრი მათგანის საცხოვრებელი სახლი რეაბილიტაციას ექვემდებარება, 10 ოჯახი კი საერთოდ უსახლკაროდ დარჩა. დღეს, 13 ივნისიდან ოთხი თვე გავიდა. ოთხი თვე ძალიან მცირე დროა სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანების რეაბილიტაციისთვის, ახლობლების დაკარგვით მიღებული ტკივილის მოშუშებისთვის, მაგრამ ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ საზოგადოებას გარკვეულ კითხებზე პასუხები ჰქონდეს. "აიპრესი" გთავაზობთ  ერთგვარ ანგარიშს, თუ რა გაკეთდა ტრაგედიიდან ოთხი თვის განმავლობაში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, სტიქიის განმეორების პრევენციისთვის და რა დარჩა გასაკეთებელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...