A1 ბანერი

13 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევაზე

“საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე დეპუტატმა ეკა ბესელიამ , ზვიად კვაჭანტირაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ კანონპროეტი წარადგინეს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესის შეცვლას ითვალისწინებს.

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკითხის მნიშვნელობა და გამოიწვია მაღალი  საზოგადოებრივი ინტერესი.

სამართლიანობისა და კონსტიტუციური გარანტიების დაცვის მიზნით უმნიშვნელოვანესია ამ კანონის მიღება, რომელიც სწორედ საუკეთესო პრაქტიკას და გამოცდილებას ეყრდნობა ინიცირებული პროექტი, „საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ   კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” ქმნის მაღალი ხარისხის გამჭვირვალობის გარანტიებს და უზრუნველყოფს საზოგადოებაში  პროცესისადმი ნდობის აღდგენას.

პროექტი საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე  ეყრდნობა შემდეგ მთავარ პრინციპებს: ღია კონკურსი და კანდიდატების საჯარო დასახელება; შერჩევის სამართლიანი პროცესი;

სამართლიანი და თანასწორი ხმის მიცემის მოთხოვნები;არჩევის ცხადი შესაძლებლობა  და შერჩევის კრიტერიუმები;ინტერესთა კონფლიქტის დროს განსაზღვრული წესები;

პარლამენტისთვის დასაბუთებული რეკომენდაციები;პარლამენტის მიერ გამართული  შერჩევის პროცესი; სამუშაო ჯგუფის შექმნა; დასაბუთებული უარყოფას

უფრო კონკრეტულად: პროექტი ეფუძნება ღია კონკურსს  ყველას შეეძლება მონაწილეობის მიღება კონკურსში, ვისაც აქვს: შესაბამისი  იურიდიული განათლება, 10 წლის პროფესიული გამოცდილება, ასაკი 30 წელი, შეავსებს სპეციალურ ანკეტას სადაც დეტალურად იქნება ყველა ინფორმაცია მითითებული და ამ სიას იუსტიციის საბჭო შესწავლის შემდგომ  წარუდგენს  პარლამენტს.

პარლამენტში უნდა შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი სადაც იქნებიან არა პარლამენტის წევრები, არამედ სფეროს და პროფესიის დამოუკიდებელი და კვალიფიციური წარმომადგენლები, ადვოკატები, უფლებადამცველები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფი ამზადებს ყველა საჭირო ინფორმაციას და გადასცემს რეკომენდაციებით კომიტეტს.

ამ კანონპროექტით პროცესის მთავარი ეტაპი გადმოდის პარლამენტში და არა იუსტიცის საბჭოში და დეტალური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჯერ კომიტეტი და შემდგომ პარლამენტი ირჩევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის მაღალი სტანდარტით.

ამ ძირითად კრიტერიუმებთან ერთად დამატებით კრიტერიუმად მოსამართლეთა არჩევის დროს მითითებულია ასევე:

საქმეები სადაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მუხლების დარღვევა და საქართველოს პარლამენტის მიერ  2012 წელს  აღიარებული პოლიტიკური პატიმრებისა და დევნილების  საქმეები.

გათვალისწინებულია ასევე ინტერესთა კონფლიქტის გამომრიცხველი გარემოებები”, – ნათქვამია აღნიშნულ კანონპროექტში, რომელსაც 13 დეპუტატის : ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილის, ზვიად კვაჭანტირაძეს, გედევან ფოფხაძეს, ბექა ნაცვლიშვილის, ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიას, გელა მიქაძეს, ემზარ კვიციანის, ადა მარშანიას, ნატო ჩხეიძეს, ამირან წიკლაურის და გია ჟორჟოლიანის მიერ არის ინიცირებული.

ეკა ბესელიას განცხადებით, კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციის მიზნით არაერთი შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა ჯგუფების ფართო ჩართულობით.

კონსულტაციებში მონაწილეობდნენ პროფესიული წრეების წარმომადგენლები, იურისტები; სფეროს ექსპერტები; ადვოკატთა ასოციაცია; იურიდიული ფირმების გაერთიანება; კოალიცია “დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი  მართლმსაჯულებისთვის”.

კანონპროექტის შემუშავების პროცესში განხილვები შედგა ევროკავშირის, ევროპის საბჭოს და აშშ საელჩოს წარმომადგენლების, გერმანიის განვითარების საერთაშორისო ფონდის, პროექტ “პროლოგის” USAID-ის წარმომადგენლების, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. მათი რეკომენდაციები და მოსაზრებები იქნა გაზიარებული.

კანონპროექტის საჯარო განხილვები პარლამენტში ინიცირების შემდგომაც გაგრძელდება რადგან ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია საერთო სახალხო ლეგიტიმაციის მოპოვება,    იმისათვის რომ  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესთან  დაკავშირებით საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...