13-14 ივნისს, ბოლნისში I საერთაშორისო ფორუმი გაიმართება

13-14 ივნისს, ბოლნისში იმართება I საერთაშორისო ფორუმი „ადგილობრივი თვითმმართველობები ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის სოფლის მეურნეობაში და სოფლად“.
ღონისძიების მთავარი მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების პოტენციალისა და როლის განსაზღვრა, აგრობიზნესისა და სოფლის განვითარებაში, აგრობიზნესის მხარდაჭერისა და თანამშრომლობის ქსელების განვითარებაში საუკეთესო პრაქტიკის წარმოჩენა, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქვეყნების გამოცდილებისა და წარმატებების შესახებ გამოცდილების გაზიარება.
ფორუმის მეორე დღეს გაიმართება ვაზის დარგვის ცერემონიალი, ღვინის დეგუსტაცია, ადგილობრივი პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა და ადგილობრივი საოჯახო მარნებისა და მეწარმეების დაჯილდოება.
ღონისძიებას დაესწრებიან ცენტრალური მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის 100-ზე მეტი წარმომადგენელი საქართველოდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, მოლდოვადან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროკავშირისა და „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ სამდივნოს წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...