13 – 14 ივნისის სტიქიიდან 4 წელი გავიდა

2015 წლის 13 ივნისს თბილისში მდინარე ვერე ადიდსა და 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე ადამიანი დაზარალდა.

მდინარე ვერეს ადიდებამ 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა  და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი.ფაქტობრივად განადგურდა თბილისის ზოოპარკი. მთლიანად დაიტბორა მზიურის ტერიტორია.

დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. ყველაზე დიდი ზიანი თამარაშვილი – გმირთა მოედნის ტერიტორიას მიადგა. სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა დიდი ნაწილი. ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა. წყალდიდობას გადაურჩა ბეჰემოთი, რომელიც გმირთა მოედანზე  აღმოაჩინეს.

დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ვაკე- საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი – სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა – წყნეთის გზის მონაკვეთი. დაზიანდა სატრანსპორტო საშუალებებიც.

სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...