13:0 – ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით მოგებული მატჩი(ვიდეო)

საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით მოგებული მატჩი დაფიქსირდა.

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონებმა, აშშ-ის ქალმა ნაკრებმა გუნდმა ტაილანდის ნაკრები ანგარიშით 13:0 დაამარცხა, რაც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატების 90 წლიანი ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდი სხვაობაა.

დღემდე ამ მაჩვენებლით რეკორდულად ითვლებოდა გერმანიას და არგენტინას შორის 2007 წელს გამართული მატჩი, რომელიც გერმანელთა გამარჯვებით დასრულდა – 11:0

კაცთა გუნდებს შორის ყველაზე დიდი, 9 ბურთის სხვაობით პირველად უნგრელებმა გაიმარჯვეს კორეის ნაკრებთან 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე – 9:0. რეკორდი მომდევნო წლებში განმეორდა მატჩებში იუგოსლავია-ზაირი 9:0 და უნგრეთი-სალვადორი 10:1.

აშს-ის ნაკერბის მიერ ტაილანდთან მოგებული შეხვედრა რეკორდულია ერთ მატჩში გატანილი ყველაზე მეტი გოლის მხრივაც. აქამდე ყველაზე მეტი გოლი ერთ მატჩში 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იყო გატანილი. მაშინ ავსტრიელებმა შვეცარიის ნაკრები ანგარიშით 7:5 დაამარცხეს.

აშშ-ის და ტაილანდის ნაკრების შეხვედრაში 5 გოლი ალექსანდრა პატრიცია (ალექს) მორგანმა გაიტანა. 29 წლის მორგანი 2012 წლის ლოდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, 2011 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონია. მორგანი კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია სპეციალობით “პოლიტიკური ეკონომია”. ის არა მხოლოდ ცნობილი ფეხბურთელია, არამედ ცნობილი საბავშვო მწერალიცაა. არის ავტორი ოთხ ფეხბურთელ გოგონაზე წიგნების სერიის. აქვს სარეკლამო კოტრაქტები ნაიკთა, პანასონიკთან, კოკა კოლასთან და ბრიდგესტოუნთან.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...