1271 ინფიცირებული 24 საათში – უკრაინა ახალ ანტირეკორდს ამყარებს

უკრაინის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკას აქვეყნებს.

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში 1 271 ინფიცირებული გამოვლინდა, 210-ით მეტი, ვიდრე წინა 24 სააათში.

დღის განმავლობაში ასეთი დიდი რაოდენობით ინფიცირებული უკრაინაში პირველად გამოვლინდა. დღემდე მაქსიმალური რაოდენობა 30 ივლისს დაფიქსირებული 1197 შემთხვევა იყო.

განვლილი 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსით 24 კაცი გარდაიცვალა, 2-ით ნაკლები, ვიდრე წინა დღეს.

სულ კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილია 1 788 და დაინფიცირებულია 75 490 კაცი.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით უკრაინა მსოფლიოში 34-ე, გარდაცვლილთა რაოდენობით კი 35-ე ადგილზეა. მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით უკრაინა ინფიცირებულთა რაოდენობით (1727) მსოფლიოში 86-ე ადგილს იკავებს, ხოლო მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობით (41) მსოფლიოში 79-ე ადგილზეა.

უკრაინაში ივლისში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 44 334-დან 69 884-მდე, 25 550-ით ანუ 58%-ით გაიზარდა, ხოლო კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა  1 159-დან 1 693-მდე, 534-ით ანუ 46%-ით გაიზარდა.

უკრაინაში, ივლისში, დღეში, საშუალოდ 824 ინფიცირება და 17 გარდაცვალება ფიქსირდებოდა, აგვისტოს განვლილი ხუთი დღის საშუალო კი 1 121 ინფიცირება და 19 გარდაცვალებაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად