123 კოვიდინფიცირებული 24 საათში – სლოვენიაში ანტირეკორდი დამყარდა

სლოვენიის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო განვლილი დღის კორონასტატისტიკას აქვეყნებს.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში სლოვენიაში 123 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, 41-ით მეტი, ვიდრე გუშინ და 14-ით მეტი 11 სექტემბრის რეკორდულ მაჩვენებელზე.

პორტალ dnevnik.si-ის მიხედვით ჰოსპიტალიზირებულია 61 პაციენტი, მათგან 11 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

სულ, სლოვენიაში კოვიდინფიცირების 3954 შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 135-ია.

100 ათას მცხოვრებზე კოვიდ19-ით ინფიცირებულთა ბოლო ორი კვირის კუმულატიური რაოდენობა სლოვენიაში 46.9-ის, ხოლო გარდაცვალებულთა კი 0.05-ის ტოლია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად