120 კორონავირუსით გარდაცვლილი 24 საათში – ირანი 4 აპრილის პიკურ მაჩვენებელს უახლოვდება

ირანის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო კორონავირუსის შესახებ განვლილი 24 საათის სტატისტიკას აქვეყნებს

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში ირანში კორონავირუსით 120 კაცი გარდაიცვალა და 2 612 დაინფიცირდა.
 
სულ კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ირანში კორონავირუსით გარდაცვლილია 9 185 და დაინფიცირებულია 195 051 კაცი.
 
ირანში, ინფიცირების შემთხვევათა პიკური მაჩვენებელი 30 მარტს დაფიქსირდა – 3186. ამ დღიდან დაწყებულმა დღიურად გამოვლენილ ინფიცირების შემთხვევების კლების შედეგად 3 მაისს 802 ინფიცირებული გამოვლინდა, 4 მაისიდან კი კვლავ დაიწყო დღიურად გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების მატება და 4 ივნისს ირანში ანტირეკორდი დამყარდა – 3 574 ინფიცირებული გამოვლინდა. ამ დღიდან მოყოლებული ირანში არცერთხელ არ დაფიქსირებულა 2 000-ზე ნაკლები ინფიცირების შემთხვევა.
 
კორონავირუსით გარდაცვალებულთა მაქსიმალური რაოდენობა 4 აპრილსაა დაფიქსირებული. 24 მაისს ამ მაჩვენებლის მინიმუმი დაფიქსირდა – 34 გარდაცვლილი, აქედან მოყოლებული თითქმის ყოველდღიური ზრდის შემდეგ კი უკანასკნელი ოთხი დღის განმავლობაში ოთხჯერ დაფიქსირდა 100 მეტი გარდაცვალება.
 
აღსანიშნავია, რომ 3 მაისს ირანში 12 799 აქტიური პაციენტი იყო, დღეს კი მკურნალობის საჭიროების მქონე პაციენტთა რაოდენობა 31 054-მდეა გაზრდილი.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად