12 წლის ძმიშვილის მკვლელობის საქმე – მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ბრალდებით ფსიქიატრიულის ექიმი დააკავეს

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული თ.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი ედება სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 თებერვალს, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს სამედიცინო დახმარებისთვის მიმართეს მოქალაქე ვ.ი.-მ და მისმა ნათესავებმა. მათ ექიმ თ.ა.-ს პაციენტ ვ.ი.-ს ფსიქიატრიული გამოკვლევა და სტაციონარში მოთავსება სთხოვეს. ექიმმა არ გაუწია შესაბამისი დახმარება, რის შემდეგაც ვ.ი.-მ. სამედიცინო დაწესებულება დატოვა. მეორე დღეს მან დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა
12 წლის ძმისშვილს გ.ი.-ს, რომელიც გარდაიცვალა.

საქმეზე ჩატარებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ვ.ი.-ს აღენიშნებოდა ფსიქიკური აშლილობა – ეპილეფსიური ფსიქოზი და არსებობდა რისკი, რომ მას მიეყენებინა ზიანი როგორც საკუთარი თავისათვის, ასევე სხვისთვის.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...