12 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე ლეოპარდი გამოჩნდა

ჯიქი კვლავ საქართველოშია-ამ სათაურით, ფონდი „ნაკრესი“ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე აღმოჩენილი ჯიქის, იგივე ლეოპარდის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ფოტოხაფანგმა დააფიქსირა.

საქართველოში ლეოპარდი 2009 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა, მას შემდეგ, რაც ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, მისი ბოლო ნაკვალევი იქნა ნაპოვნი .
„12 წლიანი საქართვეეელოს თავდაუზოგავი ძებნის შემდეგ, და მაშინ, როცა თითქოს ყველა იმედი გადაწურული იყო, ნაკრესის კონსერვაციული კვლევის ჯგუფმა კვლავ დააფიქსირა ეს ცხოველი საქართველოში.
ჯიქის, ანუ ლეოპარდის (Pantera pardus) ა.წ. აგვისტოში გადაღებული ფოტო დღეს აღმოვაჩინეთ
თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ჩვენს მიერ ორი თვის წინ დამონტაჟებული ერთ-ერთი ფოტოხაფანგის შემოწმებისას.
ამ რთული და ძვირადღირებული კვლევის ჩატარება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით მოხერხდა; როგორც წინა, ისე ეს მცდელობაც აწ განსვენებული ბატონი ნუგზარ ზაზანაშვილის მეოხებით განხორციელდა და ამ წარმატებას სწორედ მას ვუძღვნით“,-ნათქვამია, „ნაკრესის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები
იტვირთება...