12 წლამდე და 135 სმ-მდე სიმაღლის ბავშვის მსუბუქი ავტომობილით გადაყვანისას, სპეციალური სავარძლის გამოყენება შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

აღნიშნულს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელსაც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის ეკა ბესელიას განცხადებით, თავდაპირველად აღნიშნული ვალდებულება კერძო ავტომობილებზე გავრცელდება.

„ბავშვების სიცოცხლისა და მათი ჯანმრთელობის დასაცავად, მათი ავტომანქანებით გადაყვანის დროს ელემენტარული უსაფრთხოების წესების დაცვა აუცილებელია.12 წლამდე პატარებისთვის არის სპეციალური სავარძლები, ცოტა უფრო დიდებისთვის კი ასამაღლებელი ბალიშები, კიდევ უფრო დიდებისთვის სპეციალური ქამრები, ანუ ღვედები, რომლითაც 42-43%-ით მეტად არის დაცული მათი უსაფრთხოება ავარიების დროს. კომიტეტმა მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას. შემდეგში ვიმსჯელებთ, რა დამატებითი ღონისძიებებით შეიძლება მიეხმაროს სახელმწიფო, რომ ამ პროცესის სტიმულირება მოხდეს. საბავშვო სავარძლების ღირებულება 40 ლარიდან იწყება და ის მრავალჯერადი გამოყენებისაა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, განიხილება საკითხი, რომ მოხდეს იმ ოჯახების მხარდაჭერა, რომლებსაც საბავშვო სავარძლის შეძენის საშუალება არ ექნებათ.

„მთავარია, რომ საინფორმაციო კამპანია წავმართოთ და ყველამ გავაცნობიეროთ, რომ გაცილებით უფრო დიდი ღირებულებისაა და შეუფასებელია ბავშვის სიცოცხლე. ამას ადასტურებს გუშინდელი შემთხვევაც, როდესაც ავტოავარიისას გარდაიცვალა ბავშვი, რომელიც წინ იჯდა და დარღვეული იყო უსაფრთხოების ზომები. მას რომ ჰქონოდა დამცავი საშუალება, თავიდან იქნებოდა არიდებული ეს უმძიმესი შედეგი. ეს კანონპროექტი არ უნდა გადავიყვანოთ ფასში. არ შეიძლება, 100 ლარი იყოს უფრო მეტად საგანგაშო, ვიდრე ის, რომ ბავშვი შეიძლება გარდაიცვალოს ავტოავარიის შედეგად, რისი შემთხვევაც, სამწუხაროდ, ბევრი გვაქვს,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

„საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში“ ცვლილებების მიხედვით, 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას, გამოყენებული უნდა იყოს სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც ბავშვის სიმაღლესა და წონას შეესაბამებ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად