12 აგვისტოს ნაძალადევის რაიონში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების სისტემაზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს

კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ხვალ, 12 აგვისტოს ნაძალადევის რაიონში, მუხრანის ქუჩა N51-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების სისტემაზე გეგმურ-ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, gwp სამუშაოებს ღამის საათებში განახორციელებს.

აღნიშნული ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 12 აგვისტოს 23:00 საათიდან 13 აგვისტოს დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: მუხრანის, ნაგომარის, შენგელაიას, ხორნაბუჯის და მიმდებარე ქუჩებს;

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად