12 183 კოვიდინფიცირებული 24 საათში – ესპანეთმა ანტირეკორდი დაამყარა

ესპანეთის ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო კორონავირუსის შესახებ განვლილი 24 საათის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 12 183-ით გაიზარდა, რაც გუშინდელზე (10 764) შედარებით 1 419-ით მეტია, და 20 მარტს დაფიქსირებულ რეკორდს (10858) 1 325-ით აღემატება.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 48 კაცი გარდაიცვალა, გუშინდელთანშედარებით 23-ით ნაკლები.

სულ, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 566 326 შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსით გარდაცვლილია 29 747 კაცი.

ევროპის დაავადების პროფილაქტიკის და კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით ესპანეთი 100 ათას მცხოვრებზე კოვიდ19 -ის უკანასკნელი 14 დღის (28 აგვისტო-10 სექტემბერი) კუმულატიური რაოდენობით (265,5) ევროპაში პირველ ადგილზე იყო და 125-ით უსწრებდა მე-2 ადგილზე მყოფ საფრანგეთს.

ბოლო ორი დღის განმავლობაში ევროპის 8 ქვეყანაში დაფიქსირდა ანტირეკორდი: ესპანეთში, საბერძნეთში, საფრანგეთში, საქართველოში, სლოვენიაში, უკრაინაში, უნგრეთში, ჩეხეთში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად