12:00 საათზე თეა წულუკიანი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე ბრიფინგს გამართავს

დღეს, 18 ივლისს 12:30 სთ-ზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბრიფინგს გამართავს.

თემა შეეხება 3 ქართულ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებას: ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ (ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე); ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ლევან და გიორგი ყარამანიშვილები და ტელევიზია „საქართველო“ საქართველოს წინააღმდეგ; და გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ (2008 წელს პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტები).

საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ 3 სხვადასხვა საქმეზე გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 18 ივლისს, სტრასბურგის დროით 10 საათზე და საქართველოს დროით 12 საათზე გამოქვეყნდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...