1178 კოვიდინფიცირებული 24 საათში – თურქეთში დღიური ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მატულობს

თურქეთის ჯანმრთელობის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა საკუთარ ტვიტერზე კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში, თურქეთში, ინფიცირების 1178 შემთხვევა დაფიქსირდა, 95-ით მეტი, ვიდრე წინა დღეს.
 
თურქეთში 14 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 902-დან 995-მდე ფარგლებში იყო, 3 და 4 აგვისტოს დადასტურებულ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 1000-ს გადასცდა და ჯერ 1083, შემდეგ კი 1178 ინფიცირებული გამოვლინდა.
 
სულ, თურქეთში, კორონავირუსი გავრცელების დაწყებიდან დღემდე, 236112 ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული.
 
განვლილ 24 საათში, თურქეთში, კორონავირუსის ინფიცირებით 19 კაცი გარდაიცვალა.
 
სულ, თურქეთში, კორონავირუსით 5 784 კაცია გარდაცვლილი.
 
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ივლისში 199906-დან 230873-მდე, 30907-ით ანუ 15%-ით გაიზარდა, ხოლო კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 5131-დან 5691-მდე, 560-ით ანუ 13%-ით.
 
თურქეთში, ივლისში, დღეში, საშუალოდ, 997 ინფიცირება და 18 გარდაცვალება ფიქსირდებოდა, აგვისტოს განვლილი ხუთი დღის საშუალო კი 1048 ინფიცირება და 19 გარდაცვალებაა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად