116 წლის ასაკში ყველაზე უხუცესი ევროპელი გარდაიცვალა

ესპანური პრესა იუწყება, რომ 116 წლის ასაკში ბარსელონას ხანდაზმულთა სახლში უხუცესი ევროპელი, ესპანელი ანა ველა რუბიო გარდაიცვალა.

 ველა რუბიო, რომელიც პარასკევს გარდაიცვალა, დაიბადა ანდალუსიაში1901 წლის 29 ოქტომბერს. გერონტოლოგიის საერთაშორისო კვლევითი ჯგუფის ცნობით, ის ევროპაში უხუცესი, მსოფლიოში კი უხუცესთა შორის მესამე იყო.

ოთხი შვილის დედა, ყოფილი მკერავი და პროდუქტების მაღაზიის მმართველი ველა რუბიო 2005 წლიდან იყო ხანდაზმულთა სახლში, აქედან უკანასკნელი ოთხი თვის მანძილზე თავის 90 წლის ქალიშვილთან ერთად. აპრილში გარდაიცვალა იტალიელი ემა მორანო, მე-19 საუკუნეში დაბადებულთაგან უკანასკნელი ცოცხალი ადამიანი,. გინესის რეკორდების წიგნში ის მსოფლიოს ყველაზე ხნიერი ადამიანის ტიტულის მფლობელი იყო. ველა რუბიოს გარდაცვალების შემდეგ ევროპის უხუცეს ადამიანად ითვლება ხმელთაშუა ზღვის რეგიონის კიდევ ერთი წარმომადგენელი, 115 წლის იტალიელი ჯუზეპინა პროჯეტო, მსოფლიოში ყველაზე უხუცესი კი იაპონელი ქალბატონი 1900 წლის 4 აგვისტოს დაბადებული ნაბი ტაჯიმია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად