115 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა

115 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა, – ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციას საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ  115 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა.

დევნილებს უძრავი ქონება შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებსა და თბილისში დაუკანონდათ.

იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში  წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, შესაბამისად მათ არ ჰქონდათ საკუთრებისა და სტაბილურობის განცდა. დაკანონების პროცესი, დევნილებს შესაძლებლობას აძლევს საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფართები თავისი სურვილის შესაბამისად განკარგონ.

მიმდინარე წლის ბოლომდე, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართი კიდევ 1000-მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდება. სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში კი, 2000-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ახალი საცხოვრებელი გადაეცემა.

2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, 21 000-მდე დევნილი ოჯახი განსახლდა”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად