112-ში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ
„112“-ში, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის
გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით,
სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სპეციალური ხსნარებით დამუშავდა
“112”-ის შიდა და გარე პერიმეტრი, ოპერატორთა ცენტრალური დარბაზი,
შეხვედრებისა და ადმინისტრაციის სამუშაო ოთახები.

რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები შინაგან
საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის სტრუქტურულ ერთეულებში მთელი
ქვეყნის მასშტაბით, რეგულარულად ტარდება.
#StopCov #COVID19

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად