11 წლის ჩხოროწყუელი გუგა მამფორია უმსხვილესი ევროპული ბრენდის Arla-ს სარეკლამო რგოლში გადაიღეს

რძის მწარმოებელი უმსხვილესი ევროპული ბრენდის Arla-ს სარეკლამო რგოლში 11 წლის ჩხოროწყუელი გუგა მამფორია გადაიღეს.

როგორც “აიპრესთან” საუბარში ბავშვის მამა, გრიგოლ მამფორია აცხადებს, გუგა თბილისში იყო ერთი კვირით წასული. თიკა ჯაბანაშვილმა ქუჩაში ნახა და მეუღლეს სთხოვა გადაეღო ბავშვისთვის ფოტო.

“თიკამ ფოტო რომ ატვირთა “ფეისბუქზე”, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დაიწყეს გუგას ძებნა და ორი დღის მერე მოგვაგნეს, დაგვიბარეს ქასთინგზე. სურათები გადაუღეს. ორი თვის მერე დაგვირეკეს კინოსტუდია “სარკიდან” და გვითხრეს, რომ ინგლისური კომპანია არის დაინტერესებული გუგათიო. მითხრეს, 50 ქართველი ბავშვიდან შევარჩიეთო. ჩვენ ჩხოროწყუდან ვართ, გუგა ჩხოროწყუს პირველი საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეა და გადაღებებისთვის თბილისში ჩავდიოდით, თან იმ პერიოდში მარტვილში საფეხბურთო ტურნირი ტარდებოდა, გუგა მარტვილის საფეხბურთო აკადემიაში ირიცხება და ვფიქრობდით, რამდენად მოვახერხებდით ქასთინგებზე სიარულს. შერჩევის მესამე ეტაპზე თვითონ ინგლისელები გაესაუბრნენ გუგას და ბოლოს რეკლამაში გადაიღეს,”- აცხადებს ბავშვის მამა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად