11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 4%-ით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში – 4,869,190 მგზავრს მოემსახურა. რაც 4% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 4,696,115 მგზავრი).

რაც შეეხება ნოემბრის თვეს, მგზავრთნაკადის ზრდა კვლავ თბილისის გარდა, ქვეყნის ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ აეროპორტში დაფიქსირდა:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ნოემბერში 214,571 მგზავრს მოემსახურა, რაც -18% ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 261,209 მგზავრი ). შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის -2% კლებაა 11 თვის ჭრილშიც. აეროპორტი იანვარ-ოქტომბერში 3,470,438 მგზავრს მოემსახურა (2018 წელი 3,547,553 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის ნოემბერში 50 % გაიზარდა და 72,032 მგზავრი შეადგინა (2018 წელი 47,868 მგზავრი). რაც შეეხება 11 თვის მონაცემებს, იანვარ-ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 791,356 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41% მეტია. (2018 წელი 560,254 მგზავრი).

2019 წლის ნოემბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 26,311 მგზავრმა ისარგებლა. რაც 7 %-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 24,677 მგზავრი). რაც შეეხება 11 თვის ჭრილს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 3%-ით გაიზარდა და 597,939 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 580,370 მგზავრი).

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პროგნოზით, თბილისის აეროპორტში წლის დასაწყისში არსებული მოლოდინით, როდესაც რუსუთის მიმართულებით ფრენები სრულდებოდა, ნოემბრის თვეში უნდა ყოფილიყო 13 % ზრდა, რეალურად კი თბილისის შემთხვევაში -18 % იანი კლებაა. ბათუმის აეროპორტში 15 %-იანი ზრდის მოლოდინი იყო, რეალურად კი მხოლოდ 7 % -იანი ზრდა დაფიქსირდა. ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი, სადაც არსებული მაჩვენებლები მოლოდინებზე მეტია ქუთაისის აეროპორტია. 2019 წლის დასაწყისში, ნოემბრის თვეში 42 % ზრდის მოლოდინი იყო, რეალურად კი – 50 % ზრდა გვაქვს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ქუთაისში ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair შემოვიდა და ასევე მოსალოდნელზე უკეთ მუშაობს Wizz air-ის ახალი მიმართულებები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად