11 სექტემბრის ტერაქტის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში ღონისძიებები გაიმართება

ამერიკის მეგობართა კლუბი სოლიდარობას უცხადებს ამერიკელ ხალხს და ხვალ 11 სექტემბერს განახორციელებს პროექტს „თავისუფლების ხე“, რომელიც ეძღვნება, 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის მეთხუთმეტე წლისთავს. 

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ფოტო გამოფენა და 9/11-ისადმი მიძღვნილი მატჩი ბეისბოლში საქართველოს ნაკრების მონაწილეობით. 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპული ამერიკელი მეხანძრეების პატივსაცემად, სოლიდარობის მიზნით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრეები.

ღონისძიებაზე მოწვეული არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები.

9/11-ის ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. გთხოვთ გვეწვიოთ და ერთად გამოვხატოთ სოლიდარობა ამერიკელი ხალხის მიმართ.

9/11 ისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება კვირას, 11 სექტემბერს დღის 2:00 სათზე. მისამართი: ასათიანის ქ. 7ა. (ბენდელას სახელობის სტადიონი)
ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია, ქ.თბილისის მერია და აშშ-ის საელჩო საქართველოში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად