11 სექტემბერი – დღე, რომელმაც მსოფლიო შეცვალა (მე-18 წელი)

დღეს 11 სექტემბერია. ზუსტად 18 წლის წინ, ოსამა ბინ ლადენმა და მისმა მასშტაბურმა ტერორისტულმა ქსელმა "ალ ქაიდამ" გატაცებული სამგზავრო თვითმფრინავებით ამერიკაზე იერიშები მიიტანა.

ამ დღეს 19 ისლამისტმა ტერორისტმა ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. გამტაცებლებლმა გამიზნულად დააჯახეს ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს (ე.წ. ტყუპებს), რის შედეგადაც ყველა მგზავრი დაიღუპა და ამ შენობებში იმ მომენტში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი.

ორივე შენობა ორი საათის განმავლობაში ჩამოიქცა და თან მოიყოლა მიმდებარე ორი შენობა, სხვა მრავალი კი ძლიერ დააზიანა. გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი სომერსეტ-ქაუნთის (პენსილვანია), ველზე ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა.

2016 წლის 12 აპრილს სენატორებმა პრეზიდენტ ბარაკ ობამას 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების ანგარიშის საიდუმლო მასალების ნაწილის გასაჯაროვებისკენ მოუწოდეს. დოკუმენტი 2003 წელს გამოქვენდა და ის 800- გვერდიანია.

აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტის შემდეგ გამოცხადდა, ერთი წლით გაახანგრძლივა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...