4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით დიდ ქალაქებში, სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატზე გადავა, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.
“სასწავლო პროცესის განახლების გრაფიკი იცვლება. დიდ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, აჭარა, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი, 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატზე გადავა“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.